14 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ანიმა ჩეთბოტიქსის ერთობლივი პროექტის „ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონი” ფარგლებში ღია ლექციას ჩაატარებს ნარატივდიზაინერი მარიამ გოჩიაშვილი.

ლექცია შეეხება ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟების გაციფრულების ისტორიას, მეთოდებსა და გამოცდილებას.

ადამიანი ოდითგან მოწოდებულია პერსონაჟების გამოგონებისკენ. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ადამიანები თხზავდნენ ამბებს, იგონებდნენ პერსონაჟებს, მათ სახელებს, დანიშნულებას და ამის შესახებ თაობებს უყვებოდნენ.

დღეს, ახალი საჭიროებებიდან გამომდინარე, პერსონაჟების გაცოცხლების სხვადასხვა გზა არსებობს და ერთ-ერთი ასეთია  ჩეთბოტები, ციფრული პერსონაჟები, რომლებსაც ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ საუბარი.

თუ გაინტერესებს, რა გზას გადის ლიტერატურული პერსონაჟი გაციფრულებამდე და გსურს, საკუთარი ძალებით შეძლო მოლაპარაკე პროგრამის შექმნა, შემოგვიერთდი.

დრო: 14 დეკემბერი, 19:00 სთ.

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3ydW7NI

Meeting ID: 824 0238 8684

Passcode: 844394


ჰაკათონის შესახებ ვრცელი ინფორმაცია: https://bit.ly/3ma79yv

ჰაკათონზე სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3DezuJM