24-26 დეკემბერს მთელი საქართველოს მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონში, რომელსაც ორგანიზებას გაუწევენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ანიმაჩეთბოტიქსი რომელიც, შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, დისტანციურად ჩატარდება.

ჰაკათონის მიზანია შეიქმნას მომავლის ინტერაქტიული წიგნები, რომლებიც მკითხველს პერსონაჟებსა და ავტორებთან უშუალო ინტერაქციის საშუალებას მისცემს.

ციფრული რეალობა შესაძლებლობას გვაძლევს ლიტერატურული გმირების ენობრივ ასლებთან დიალოგი ჩვენთვის სასურველი მიმართულებით წარვმართოთ და ვკითხოთ მათ ყველაფერი, რაც გვაინტერესებს.

ჰაკათონის ფარგლებში შექმნილი ჩეთბოტები ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკის ვებგვერდზე (https://iel.iliauni.edu.ge/) განთავსდება და მათთან საუბარი ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ვის შეუძლია ჰაკათონში მონაწილეობა?

ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასების (VIII-XII კლასები) მოსწავლეებს.

როგორ მივიღო მონაწილეობა ჰაკათონში?

ჰაკათონში მონაწილეობისთვის საჭიროა 2021 წლის 23 დეკემბრამდე შეავსოთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 2021 წლის 22 დეკემბერი, 23:59 საათი

სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3DezuJM

რა ფორმატით ჩატარდება ჰაკათონი?

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჰაკათონი დისტანციურ ფორმატში ჩატარდება პლატფორმა ზუმის გამოყენებით.

სწრაფი ბმულები

2021 წელი