16 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიაუნისა და ანიმა ჩეთბოტიქსის ერთობლივი პროექტის „ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონის“ ფარგლებში მეორე ღია ლექციას გამართავს ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი.
შეხვედრის თემაა ჩეთბოტების განვითარების პროცესი „დაბადებიდან“ დღემდე.
ლექციაზე განხილული იქნება, როგორი იყო მოწყობილობები, რომლებიც შეიძლება ჩეთბოტების წინამორბედებად მივიჩნიოთ, როდის შეიქმნა პირველი ჩეთბოტი და რა გამოცდილება არსებობს ამ მიმართულებით.
თუ გსურს ნარატივდიზაინერების სამყაროს შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო, შემოგვიერთდი.
დრო: 16 დეკემბერი,19:00 სთ.
შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3Gorbx8
Meeting ID: 876 5899 2342
Passcode: 403500
ჰაკათონის შესახებ ვრცლად: https://bit.ly/3ma79yv
ჰაკათონზე სარეგისტრაციოდ ეწვიე ბმულს: https://bit.ly/3DezuJM
2021 წელი