8 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა გელზენკირხენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (გერმანია) წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტთან თანამშრომლობით დაიგეგმა სამომავლო კოლაბორაცია ინფორმატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, საინჟინრო და ბიზნესის სფეროებში სტუდენტების გაცვლისა და საზაფხულო სკოლების ორგანიზების მიმართულებით.