20 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის საჯარო ლექციაზე: „კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში“.
მომხსენებლის შესახებ
ეკონომისტი, ბიზნესადმინისტრირების დოქტორი, ირაკლი ლექვინაძე წლების განმავლობაში იყო საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, დედაქალაქის მერის მოადგილე, არაერთი საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 20დეკემბრის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/SZzjCi1dHbprDV358
*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 0.5%-ით.
შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 15:45 საათი
დრო: 20 დეკემბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
2019 წელი