29 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზში EPAM-ის წარმომადგენლები გამართავენ ჯავა პრომო ღონისძიებას ილიაუნის სტუდენტებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან, გახდნენ Java-ის ინჟინრები ან სურთ, მეტი გაიგონ ამ სფეროს შესახებ.
დარგის ექსპერტები ისაუბრებენ Java-ის განვითარებაში გამოყენებულ უახლეს ტენდენციებზე, ხელსაწყოებსა და ტექნოლოგიებზე, რომლებითაც ხელმძღვანელობენ სხვადასხვა პროექტსა და კონფიგურაციაში დიდი გამოცდილების მქონე Java-ის ექსპერტები, გააცნობენ როგორც უახლეს ინფორმაციას java-ის ინჟინერიის მდგომარეობის შესახებ, ასევე პროფესიულ რჩევებს.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 29 მარტი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
დასწრება თავისუფალია.