5 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, ანის სკოლის დამფუძნებელი ანი ჩერქეზიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „მეწარმეობა: SWOT ანალიზი, ანუ რატომ კი და რატომ არა“.
შეხვედრის მიზანია სტუდენტებს, რომელთაც სურთ საქმიანობის წამოწყება, დაეხმარონ წინასწარი მონახაზის შექმნასა და ხედვის ჩამოყალიბებაში, თუ როგორ მართონ საქმე უკეთ. ისინი მოისმენენ ახალბედა მეწარმეებისთვის საჭირო რჩევებს, გაეცნობიან საქმიანობის წამოწყების ძლიერსა და სუსტ მხარეებს, მთავარ გამოწვევებსა და მათთან გამკლავების გზებს.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 5 აპრილი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
დასწრება თავისუფალია.