ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საინჟინრო პროგრამების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს სთავაზობს, გახდნენ #IEEE-ის წევრები.
IEEE, მსოფლიოს უმსხვილესი პროფესიულ-ტექნოლოგიური ორგანიზაცია, აერთიანებს 160-ზე მეტი ქვეყნის 419 000 წევრს. IEEE-ის მიზანია სამეცნიერო გამოცემების, კონფერენციების, ტექნოლოგიური სტანდარტების, პროფესიული და საგანმანათლებლო აქტივობების საშუალებით სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს ინოვაციებისა და გლობალური ჩართულობის საფუძველზე.
IEEE ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროფესიული ორგანიზაციაა მსოფლიოში ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.
2021 წელს უნივერსიტეტმა 22 სტუდენტი გააწევრიანა IEEE-ში. Შედეგად ილიაუნის ბაზაზე პირველად საქართველოში დაარსდა IEEE სტუდენტური წარმომადგენლობა. 2022 წლისთვის ილიაუნი დამატებით 10 სტუდენტს სთავაზობს ორგანიზაციაში გაწევრიანების შესაძლებლობას. შერჩეული აპლიკანტები დაფინანსებას მიიღებენ სამოტივაციო წერილისა და ინტერვიუს საფუძველზე.
რეგისტრაციის ვადა: 18:00 საათი, 14 თებერვალი, 2022
სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/QT6ymMBLmpXyiJ9o9
2022 წელი