26 თებერვლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბი ტექნოლოგიების სკოლასთან ერთად მოსწავლეებისთვის იწყებს მოსამზადებელ კურსს პროექტისთვის The Moon Camp Challenge 2022, რომელზეც შესაძლებლობა გექნებათ სრულად დაეუფლოთ პროგრამა Fusion 360-სა და 3D მოდელირების ტექნიკას.
კურსზე სწავლისას მონაწილეებს შეხება ექნებათ შემდეგ სფეროებთან: სამოქალაქო ინჟინერია, არქიტექტურა, ასტრონომია, ეკოლოგია, ბიოლოგია და სხვ., რომელთა გამოყენებით მოუწევთ მთვარეზე სიმულაციური დასახლებების აწყობა.
საგანმანათლებლო პროექტი The Moon Camp Challenge 2022 ორგანიზებულია Airbus Foundation- ისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ პროგრამულ კომპანია Autodesk-თან პარტნიორობით. კონკურსი ყოველ წელს იწვევს მონაწილეებს მთელი მსოფლიოდან 3D მოდელირების გამოყენებით მთვარეზე დასახლების სამომავლო პროექტების შესაქმნელად.
Moon Camp Challenge დაყოფილია სირთულის მიხედვით განსხვავებულ სამ სხვადასხვა კატეგორიად. კურსის მონაწილეები მოემზადებიან Moon Camp Pioneers კატეგორიისთვის, რომელიც განკუთვნილია 15-დან 19 წლამდე ასაკის მონაწილეებისთვის.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ
- შექმნან საკუთარი დიზაინი და დაიწყონ თავიანთი იდეების ობიექტებად გადაქცევა;
- შეიმუშაონ ნებისმიერი დანიშნულების რთული მოდელები;
- გაიგონ, როგორ გვეხმარება Fusion 360 პროტოტიპის განვითარების პროცესში;
- იმუშაონ საკუთარ პროექტებზე და საბოლოო სახით წარადგინონ კონკურსზე.
კურსს გაუძღვება ფაბლაბ ილიაუნის მენეჯერი ავთანდილ მღებრიშვილი, რომელიც მოსწავლეებს კონკურსისთვის საჭირო პროგრამული მოდულების ათვისებაში დაეხმარება და მენტორობას გაუწევს საერთაშორისო კონკურსისთვის პროექტების მომზადების პროცესში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და მოწვეული სტუმრები მონაწილეებს ჩაუტარებენ კონკურსთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემატიკის ლექციებს.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
15-დან 19-წლამდე ასაკის მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით და უფრო მეტად განვითარ ების სურვილი.
პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია გამართული კომპიუტერი, რომლითაც შეძლებთ 3D პროგრამაში მუშაობას.
როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?
პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2022 წლის 24 თებერვლისა.
მონაწილეობა უფასოა.
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად.
გუნდის წევრების მაქსიმალური რაოდენობა – 6 კაცი
სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/qXPXB3hiMjFdeV1q7
ტრენინგები გაიმართება 26 თებერვლიდან 25 აპროლამდე, ყოველ შაბათ-კვირას, 13:00 საათზე.
საინფორმაციო შეხვედრა კურსის შესახებ გაიმართება 11 თებერვალს, 20:00 საათზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: fablabtraining@iliauni.edu.ge
2022 წელი