ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ მდგრადობის სტრატეგიის ფარგლებში და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით 1 მარტიდან იწყებს პროექტს Women Tech Hub.

პროექტით გათვალისწინებულია ქალთა ტექნოლოგიური ცენტრის ჩამოყალიბება, რომელშიც 60 სტუდენტი განივითარებს ტექმეწარმეობის, ვებდეველოპმენტის, აპლიკაციების დეველოპმენტის, სოციალური მედიამარკეტინგის, გრაფიკული დიზაინის უნარებს. თითოეული კურსისთვის შეირჩევა 20 მონაწილე და მთლიანად 60 მონაწილე უფასოდ გაივლის ტრენინგებს, რომლებიც მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს.

ტრენინგების დასრულების შემდეგ სტუდენტურ გუნდებს საშუალება ექნებათ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. შეძენილი ცოდნითა და ტრენერების მენტორობით დაეხმარებიან სპეციალურად შერჩეული ქალების მიერ დაფუძნებულ 6 სტარტაპს იდეის განვითარებაში, დიზაინის, აპლიკაციისა და ვებპლატფორმის ჩამოყალიბებაში.

პროექტის მიზანია ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის სფეროში ქალის როლის გაძლიერება და მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა.

ვისთვის არის კურსი განკუთვნილი?

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ დაეუფლონ ახალ პროფესიებს და განივითარონ უნარ-ჩვევები ტექნოლოგიური და სამეწარმეო მიმართულებით.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია – პროგრამაში ჩაერთვება მხოლოდ 60 სტუდენტი.

როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2022 წლის 25 თებერვლისა.

სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/VkZhUYhvW5nJP4qW7

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2022 წლის 28 თებერვლისა. კანდიდატები შეირჩევიან პირადი მოტივაციისა და გამოცდილების საფუძველზე.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: fablabtraining@iliauni.edu.ge

2022 წელი