2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მობილობის წესით ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის რეგისტრაციის ვადაა 2022 წლის 11 თებერვლიდან 14 თებერვლის 16:00 საათამდე, რეგისტრაცია იწარმოებს შემდეგ ელმისამართზე: mobility.bte@iliauni.edu.ge

რეგისტრაციისათვის სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს (განცხადების შაბლონი უნდა ჩამოიტვირთოს, შეივსოს და გადმოიგზავნოს ელმისამართის საშუალებით). განცხადების დანართი. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ფაკულტეტის იმ პროგრამის სახელწოდება/მიმართულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება.

განცხადებას უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;

ბ) სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომლებშიც სტუდენტს უსწავლია);

გ) ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2022 წლის 1 თებერვლის შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, სასწავლო პროგრამის დასახელების და მის მიმართ გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);

დ) სტუდენტის მიმართ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი/ამონაწერი დამოწმებული უნივერსიტეტის ბეჭდით (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომლებშიც მას უსწავლია);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ვ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ორივე გვერდი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ზ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;

თ) ფოტოსურათი ზომით 3X4;

ი) სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში –შესაბამისი ორგანოდან გაცემული ცნობა.

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე გარე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ქვემოთ მითითებულ პროგრამის წინაპირობებს და სავალდებულოა სხვა დოკუმენტებთან ერთად გამოაგზავნოს ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ქვემოთ მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ.

ა) მათემატიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) –

2020-2021 სასწავლო წლამდე ჩარიცხულ მობილობის მსურველს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მეოთხე გამოცდად ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი საგანი: მათემატიკა, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია ან ბიოლოგია. 2020-2021 სასწავლო წელს და შემდგომში ჩარიცხულ მობილობის მსურველს კი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამოცდები.

ბ) კომპიუტერული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) –

2020-2021 სასწავლო წლამდე ჩარიცხულ მობილობის მსურველს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მეოთხე გამოცდად ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი საგანი: მათემატიკა, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია ან ბიოლოგია. 2020-2021 სასწავლო წელს და შემდგომში ჩარიცხულ მობილობის მსურველს კი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამოცდები და გადალახული ჰქონდეს კომპეტენციის მითითებული ზღვრები შემდეგ საგნებში: ინგლისური ენა – 30%, მათემატიკა ან ფიზიკა – 30%.

გ) სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი) –

პროგრამაზე მობილობის მსურველს გადალახული უნდა ჰქონდეს კომპეტენციის მითითებული ზღვრები შემდეგ საგნებში: ინგლისური ენა – 70%, მათემატიკა ან ფიზიკა – 40%;

დ) კომპიუტერული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი) –

პროგრამაზე მობილობის მსურველს გადალახული ჰქონდეს კომპეტენციის მითითებული ზღვრები შემდეგ საგნებში: ინგლისური ენა – 70%, მათემატიკა ან ფიზიკა – 40%

იმ პირებისთვის, ვინც ვერ აკმაყოფილებს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების საბაკალავრო პროგრამაზე – სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა)(ინგლისურენოვანი) დაშვების წინაპირობას ინგლისურ ენაში, გამოცდა ჩატარდება 2022 წლის 13 თებერვალს;.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2022 წლის 13 თებერვალს. სააპელაციო ვადად განისაზღვროს 14 თებერვალი (24 საათამდე) განაცხადი უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელმისამართზე mobility.bte@iliauni.edu.ge

არა უგვიანეს 2022 წლის 16 თებერვლის ჩათვლით გაფორმდება ხელშეკრულებები 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ პირებთან, რომლებიც მოიპოვებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის უფლებას და თანხმობას განაცხადებენ კრედიტების აღიარების დოკუმენტებში მითითებულ პირობებზე; დეტალური ინფორმაცია ხელშეკრულებაზე ხელისმოწერის ვადის შესახებ სტუდენტს გაეგზავნება პირად მეილზე.

განაცხადის ფორმა

2022 წელი