განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში 27 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი გამართავს Live-შეხვედრას თემაზე: „ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი და მომავლის პროფესიები“.

შეხვედრაზე სანდრო ასათიანი ისაუბრებს ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სასწავლო და სტაჟირების პროგრამებზე, იმ შესაძლებლობებზე, რომელთაც ლაბორატორია მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ქმნის, ასევე მომავლის პროფესიებზე.

მომხსენებლის შესახებ

სანდრო ასათიანი ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი და კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორია. ამავე დროს არის ჯეოლაბის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ავტორია პირველი ქართულენოვანი სოციალური მედიის სახელმძღვანელოსი და თანაავტორი წიგნებისა: „ახალი მედია ჟურნალისტებისთვის“ „ვიდეოადვოკატირება“ და სხვ.

პროექტები: saba.com.gecybergala.meonline.iliauni.edu.gekavshirebi.ge და სხვ.

დრო: 27 მაისი, 13:00 საათი

ფორმატი: დისტანციური, პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3oRn5pH