27 მაისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა განათლების გამოფენის ფარგლებში გამართავს საჯარო პანელურ დისკუსიას თემაზე: „ქალები ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში”.
ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში წარმატებული ქალები გესაუბრებიან, რატომ არის მნიშვნელოვანი ქალების ჩართულობა ამ დარგებში და რა შესაძლებლობებია გოგოებისთვის ამ მიმართულებით.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:
- მოდერატორი: ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით, კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი;
- ნინო ნანიტაშვილი, ინოვაციებისა და ციფრული განვითარების კონსულტანტი;
- მარიამ გაგუა, საქართველოს ბანკის Digital Product Owner-ი;
- გეიოლ გენონი, ენჯელ ინვესტორი, ჯანმრთელობის ტექინვესტიციის ბანკირი. იგი 20 წელზე მეტია ეხმარება მეწარმეებს ჯანდაცვის სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით და საკმაოდ ცნობილია სილიკონის ველზე. გეილი აქტიური ბიზნესტრენერი, მრჩეველი და ოფიციალურად PATH-Gates Foundation- ის პროგრამის ოფიცერია. იგი აგრეთვე არის ქცევითი და ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგი.
დრო: 27 მაისი, 20:00 საათი
ფორმატი: დისტანციური
შეხვედრის ბმული: https://bit.ly/2RR21n0