ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი აცხადებს რეგისტრაციას განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ორი მიმართულებით:
- ზოგადი განათლება
- უმაღლესი განათლება
პროგრამის მიზანია, მოამზადოს ზოგადი ან უმაღლესი განათლების სექტორის პროფესიონალი და საგანმანათლებლო ორგანიზაციის ლიდერი.
რეგისტრაცია იწარმოებს 30 აგვისტოს 18:00 საათამდე ბმულზე:
რეგისტრაციის დროს ელექტრონულ ბაზაში უნდა ატვირთოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
- რეზიუმე (ავტობიოგრაფია)
- პირადობის მოწმობის ასლი (.pdf ფაილი)
- ფოტო (.jpg ფაილი)
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟების შემთხვევაში) (.pdf ფაილი)
- დიპლომის ასლი ან ცნობა კვალიფიკაციის შესახებ (.pdf ფაილი)
- საგამოცდო ბარათის ასლი (.pdf ფაილი)
რეგისტრაციის შემდეგ აპლიკანტი მითითებულ ელფოსტაზე მიიღებს სარეგისტრაციო კოდს, რომლითაც შეძლებს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის დროისა და გამოცდის შედეგის გაგებას.
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ვადები
- ინგლისური ენის გამოცდა ჩატარდება 3 სექტემბერს;
- ზეპირი გამოცდა – ინტერვიუ კომისიასთან 4, 5 ან 6 სექტემბერს;
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდება 9 სექტემბერს.
სააპელაციო პროცედურები
აპლიკანტებმა შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადები უნდა გამოგზავნონ 10 სექტემბრის 18:00 საათამდე ელფოსტაზე: bte@iliauni.edu.ge
სააპელაციო განცხადებების საფუძველზე განმეორებითი გამოცდა შედგება 2024 წლის 12 სექტემბერს.
საბოლოო შედეგების გამოცხადება და ხელშეკრულების გაფორმება
აპლიკანტთა რეიტინგული სიები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები) მხოლოდ სარეგისტრაციო ნომრის მითითებით გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე მიმდინარე წლის 13 სექტემბერს.
შენიშვნა: გაითვალისწინეთ, შესაძლებელია სტუდენტები ჩაირიცხონ სათადარიგო სიიდანაც, თუ ძირითად სიაში გაჩნდება ვაკანტური ადგილი და რომელიმე აპლიკანტი არ გააფორმებს ხელშეკრულებას უნივერსიტეტთან.
წარმატებულ აპლიკანტებთან ხელშეკრულება გაფორმდება შედეგი გრაფიკით:
- ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 14-16 სექტემბერი;
- სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 17 სექტემბერი.