ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი აცხადებს რეგისტრაციას მასწავლებლის მომზადების შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური
  • გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
  • რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
  • გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
  • მუსიკა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ( დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (ქართულიენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება – I-IV კლასები)

რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 19 აგვისტოს 10:00 საათიდან 30 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით, შემდეგ ბმულზე https://argus.iliauni.edu.ge/ka/registration/lecturers

რეგისტრაციის ბაზა გააქტიურდება 19 აგვისტოს, 10:00 საათზე.

რეგისტრაციის ინსტრუქციისთვის მიჰყევით ბმულს აქ.

რეგისტრაციის ელექტრონულ ბაზაში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ავტობიოგრაფია (CV) – ქართულ ენაზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდაზე რეგისტრაციის ნომრის, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულის მითითებით (ცნობა აპლიკანტმა უნდა გამოითხოვოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტიდან (NAEC)რეგისტრაციისას საგნის გამოცდის ჩაბარების ცნობის არარსებობის შემთხვევაში უნდა აიტვირთოს საგამოცდო ბარათი. პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას სავალდებულოა წარმოდგენილი იყოს აღნიშნული ცნობა.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია იმ აპლიკანტებისთვისაც, რომელთაც განაცხადი აქვთ დაწერილი მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის აპელაციაზე და ჯერ უცნობია მათი საბოლოო შედეგი, თუმცა ეს აპლიკანტები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაირიცხებიან პროგრამაზე, თუ საბოლოო შედეგით გადალახავენ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდის მინიმალურ ზღვარს და წარმოადგენენ შესაბამის ცნობას.

დ) მასწავლებლის სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული მასწავლებლის სერტიფიკატის ასლი;
ე) 3 /4 -ზე ელექტრონული ფოტოსურათი. (პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში კი ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოდგენილი უნდა იყოს ორი ფოტოსურათი).
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ბაკალავრის/მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი;.

უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;

ფაკულტეტის ადმინისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დიპლომის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ზ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).

აპლიკანტი ერთი პირადობით რეგისტრირდება მხოლოდ ერთხელ.

ბაზაში შეყვანილი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებლობას იღებს აპლიკანტი.

რეგისტრაციის შემდეგ აპლიკანტი მითითებულ ელფოსტაზე მიიღებს სარეგისტრაციო კოდს, რომლითაც შეძლებს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის დროისა და გამოცდაზე მიღებული შედეგის გაგებას.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ვადები

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცდები ჩატარდება პირისპირ ფორმატში.

პროგრამების მიხედვით შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ზუსტი თარიღებისა და დროის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2024 წლის 3 სექტემბერს.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება 2024 წლის 4, 5, 6 და 7 სექტემბერს.

პირველადი შედეგების გამოქვეყნება და აპელაციის პროცედურა

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდება 10 სექტემბერს.

სააპელაციო პროცედურები

აპლიკანტებმა საპრეტენზიო განაცხადები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით უნდა გადმოგზავნონ 11 სექტემბრის 18:00 საათამდე შემდეგ ელფოსტაზე: bte@iliauni.edu.ge

პროგრამების მიხედვით განმეორებითი გამოცდების ზუსტი დროის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2024 წლის 13 სექტემბერს.

სააპელაციო განცხადებების საფუძველზე განმეორებითი გამოცდა შედგება 2024 წლის 14 სექტემბერს.

საბოლოო შედეგების გამოცხადება და ხელშეკრულების გაფორმება

აპლიკანტთა რეიტინგული სიები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები), მხოლოდ სარეგისტრაციო ნომრის მითითებით გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2024 წლის 17 სექტემბერს.

აპლიკანტებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება შემდეგი გრაფიკით:

  • ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2024 წლის 19-20 სექტემბერი;
    სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2024 წლის 21 სექტემბერი.

ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით თანდართულ დოკუმენტს.