ფინანსური განათლების პორტალი „ფინედუ” და საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებენ რეგისტრაციას ონლაინტრენინგების სერიაზე დამწყები და მიკრობიზნესის წარმომადგენლებისთვის თემაზე: „ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება.
ტრენინგების მიზანია ხელი შეუწყოს საწარმოების მფლობელებსა და ფინანსურ მენეჯერებს, ასევე მომავალ მეწარმეებს, შეიძინონ და განავითარონ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც მათ, საკუთარი ბიზნესის საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება, მათ შორის ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის პროცესში.
ტრენინგები ვიდეოკონფერენციის ფორმატში (Webex-ის პლატფორმის გამოყენებით) ჩატარდება 3 სესიად, თითოეულის ხანგრძლივობა იქნება 1 საათი. ტრენინგებს გაუძღვებიან ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების წარმომადგენლები: თინათინ გუჯაბიძე, დიანა ტოგოევი, მაია მარქარაშვილი.
ტრენინგზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფასოდ შეუძლია. Რეგისტრაციისთვის გთხოვთ მიჰყვეთ მოცემულ ბმულს: https://bit.ly/რეგისტრაცია ტრენინგზე
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ცალკეულ, ისე ყველა სესიაზე. რეგისტრაციის შემდეგ თქვენ მიერ მითითებულ ელფოსტაზე მიიღებთ ტრენინგზე დასასწრებ ბმულს.
დეტალური ინფორმაცია ტრენინგის თემებისა და თარიღების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/რეგისტრაცია-ტრენინგზე
Გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტრენინგები ჩაიწერება და ის მოგვიანებით შესაძლოა განთავსდეს საჯარო არხებში.
მიკრო და მცირე მეწარმეების ფინანსური განათლების პროგრამა განვითარებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, „ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის“ განვითარების პროგრამასთან (EFSE DF) თანამშრომლობითა და ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) ჩართულობით „ფინანსური განათლების წლის“ ფარგლებში.
2020