3 ნოემბერს, 17:00 საათზე, T 302 აუდიტორიაში ფუნდამენტური და ინტერდისციპლინური მათემატიკური კვლევის ინსტიტუტის პროფ. გიორგი ხიმშიაშვილი გამართავს სემინარს „ანალიზურად ამოხსნადი დევნის ამოცანები გეომეტრიული შეზღუდვებით“.
მომხსენებელი განიხილავს აპოლონიუსის დევნის ამოცანის ანალიზურ ამოხსნას უსაფრთხოების ხაზისა და არანულოვანი გადაჭერის რადიუსის პირობებში. არანულოვანი გადაჭერის რადიუსის შემთხვევაში, ანალიზური ამოხსნა მიღებული იქნება დეკარტეს მეოთხე რიგის ოვალის ტერმინებში, რაც გვაძლევს ანალიზურ ფორმულებს დევნის ოპტიმალური მიმართულებისა და გადაჭერის მინიმალური დროსთვის. უსაფრთხოების ხაზის არსებობის შემთხვევაში, მიღებული იქნება ასევე ანალიზური ფორმულა გაქცევის იმ მიმართულებისთვის, რომლისთვისაც გადაჭრის მინიმალური დრო მაქსიმალურია. საბოლოოდ, მომხსენებელი ჩამოაყალიბებს რამდენიმე ამოუხსნელ ამოცანას ამ თემატიკის კვლევით დაინტერესებული პირებისთვის.
დრო: 3 ნოემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45
დასწრება თავისუფალია.