14 მაისს, 17:00 საათზე, გაიმართება ონლაინ ლექცია-ტრენინგი „ორგანიზაციული კულტურა და ბიზნესკომუნიკაცია“ ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
ტრენინგს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი კახა მაღრაძე.
ტრენინგის თემები:
- ორგანიზაციული კულტურის არსი და განვითარების ისტორია;
- გეერტ ჰოფსტედის კულტურული განზომილებების თეორია;
- რეგიონული განსხვავებები ორგანიზაციულ მიდგომებსა და კულტურებში;
- თანამედროვე მიდგომები ბიზნესკომუნიკაციაში;
- მოლაპარაკებების ხელოვნება და მისი როლი ბიზნესგადაწყვეტილებებში.
ტრენინგი გაიმართება პროგრამის Erasmus+ პროექტის DeSIRe „რბილი უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში რბილი უნარების (Soft Skills) განვითარების ხელშეწყობას სტუდენტების დასაქმებისა და კარიერული წინსვლის კუთხით.
მონაწილეობისთვის გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/8wG0b
შეხვედრის ბმული: https://us02web.zoom.us/j/83581239006?pwd=Y3ber7RvKxe1L4eMJNQl1TUPhj3qMo.1
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ინგლისურენოვანი სერტიფიკატები.
სამუშაო ენა: ქართული
ფორმატი: ონლაინ
დრო: 14 მაისი, 17:00 საათი
2025