31 იანვარს ილიაუნის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი, Startup Grind Iliauni და პრეაქსელერატორი Zoomout გამართავს შეხვედრას „ყველაფერი GITA-ის შესახებ: ინიციატივები, საგრანტო პროექტები და სამომავლო მიზნები“.
მომხსენებელი
- სალომე ნაფეტვარიძე, ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის უფროსი – GITA
GITA-ს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციურ საწარმოთა შექმნის წახალისება.
GITA დღემდე დაეხმარა 400-ზე მეტ სტარტაპს ფინანსების მოზიდვაში საერთაშორისო თუ ადგილობრივი მენტორებისა და ტრენერების დახმარებით. საინტერესოა, დაარსებიდან 10 წლისთავზე, რა გეგმები აქვს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და მომავალში როგორ აპირებს სტარტაპების ხელშეწყობას.
დრო: 19:00 საათი, 31 იანვარი, 2024 წელი
ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსი, 102 აუდიტორია
დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წინასწარი რეგისტრაციით ბმულზე:
სამუშაო ენა: ქართული
2024