გამოცდილ სტარტაპერებსა და ახალბედა ანტრეპრენერებს გიწვევთ შეხვედრაზე, რომელზეც ორგანიზაციული ფსიქოლოგი საბა ჩიხლაძე ისაუბრებს, როგორ გარდაქმნათ სამუშაო ჯგუფი გუნდად.
შეხვედრა გაიმართება 2 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიაუნის G106 აუდიტორიაში.
ორგანიზაციულ ფსიქოლოგ საბა ჩიხლაძეს აქვს 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება.მისი მუშაობის მთავარი მიმართულებებია: ორგანიზაციული კულტურა, თანამშრომელთა გამოცდილება და მონაწილეობა, ორგანიზაციებში უსაფრთხო ფსიქოლოგიური გარემოს შექმნა, თანამედროვე მართვის პრინციპები და ადამიანური პოტენციალის განვითარება. მან 2018 წელს ჩინეთში, ქალაქ პეკინში, დააარსა საკონსულტაციო კომპანია U Succeed. მუშაობდა ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არის: Microsoft, Volkswagen, Nike. ამჟამად საბა აჭარა ჯგუფის კულტურისა და თანამშრომელთა ჩართულობის ლიდია, ამავდროულად აქვს კერძო პრაქტიკას სხვადასხვა კომპანიასთან.
შეხვედრა ეწყობაბა ილიაუნის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის, Startup Grind Iliauni-ისა და პრეაქსელერატორ Zoomout-ის ორგანიზებით.
დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წინასწარი რეგისტრაციით ბმულზე: https://forms.gle/jecgoXY9kzRxK9TP8
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 2 თებერვალი, 19:00 საათი
ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N3
2024