18 აპრილს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ფეისბუქის ლაივის საშუალებით დისტანციურ რეჟიმში გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ტექნოლოგიის სკოლის ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამების შესახებ.

მომავალ პროფესიაზე, პროგრამების სტრუქტურაზე, სწავლების მეთოდოლოგიაზე, დაფინანსების მოპოვების, დასაქმებისა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების შესაძლებლობებზე გესაუბრებიან:

  • ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ინოვაციების მიმართულებით, პროფესორი კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით, კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი;
  • გოგა ვეშაპიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ექსპერიმენტული ფიზიკის მიმართულებით, ელექტრული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი;
  • ერეკლე მაღრაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით, კომპანია MaxinAI-ს ინჟინერიის მიმართულების დირექტორი;
  • დავით ნოზაძე, CISCO-ს სიგნალის მთლიანობის უფროსი ინჟინერი;
  • მიხეილ წიკლაური, Apple-ის ალგორითმების წამყვანი მეცნიერი;
  • თამარ მახარაშვილი, Google-ის აპარატული უზრუნველყოფის ინჟინერი;
  • დავით ჯანელიძე, სან დიეგოს უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის პროგრამის კურსდამთავრებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

გექნებათ შესაძლებლობა, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და ლაივის მონაწილეებისგან მიიღოთ ამომწურავი პასუხები.

გელოდებით ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით განათლების მიღებით, მთელი საქართველოდან 18 აპრილს, 20:00 საათზე, შექმნილი ვითარების გამო ფეისბუქლაივში.

დრო: 18 აპრილი, 20:00 საათი

ადგილიილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდი

2020 წელი