პირველ მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ფეისბუქის ლაივის საშუალებით დისტანციურად გამართავს საინფორმაციო შეხვედრას განათლების პროგრამების შესახებ.
მომავალ პროფესიაზე, პროგრამების სტრუქტურაზე, სწავლების მეთოდოლოგიაზე, დაფინანსების მოპოვების, დასაქმებისა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების
შესაძლებლობებზე გესაუბრებიან:
სოფიკო ლობჟანიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი განათლების მეცნიერებების მიმართულებით, განათლების სკოლის ხელმძღვანელი, მასწავლებლის მომზადების პროგრამების ხელმძღვანელი;
მარიკა კაპანაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი განათლების მიმართულებით, საბუნებისმეტყველო განთლების კვლევითი ცენტრის SALiS ხელმძღვანელი, განათლების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) მოწვეული პროფესორი;
ელენე ჯიბლაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
ნინო გოგიჩაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
თინათინ ჭინჭარაული – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის კლინიკურ-კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, სპეციალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი;
მიხეილ გიორგაძე – კურიკულუმის ექსპერტი განათლების მიმართულებით;
მანანა რატიანი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე;
მაგდა ბარამიძე – თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საჯარო სკოლის დირექტორი;
თეონა გივიშვილი – საგარეჯოს მუნიციპალტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლის მასწავლებელი, დაწყებითი განათლების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული;
ნარმინა გუსეინოვა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული;
ნინო რევიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სადოქტორო პროგრამის სტუდენტი.
გექნებათ შესაძლებლობა, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და ლაივის მონაწილეებისგან მიიღოთ ამომწურავი პასუხები.
გელოდებით ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ განათლების პროგრამებით, მთელი საქართველოდან 1 მაისს, 15:00 საათზე, შექმნილი ვითარების გამო ფეისბუქლაივში.
დრო: 1-ლი მაისი, 15:00 საათი
ადგილი: ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ფეისბუქგვერდი
2020 წელი