სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტი დისტანციური სწავლების ფარგლებში აცხადებს ტრენინგკურსებს შემდეგი მიმართულებებით:
1. რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტი – 26 მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით
სასწავლო კურსის მიზანია, მოქმედი და მომავალი შიდა აუდიტორები გაეცნონ შიდა აუდიტის თანამედროვე მიდგომებს, მეთოდებსა და ტექნიკებს, შეძლონ სხვადასხვა შიდა აუდიტორული საქმიანობის შესრულება ინდივიდუალური მომსახურების გაწევის მთელი ციკლის განმავლობაში და წარმოაჩინონ შიდა აუდიტის შედეგად შექმნილი შიდა ორგანიზაციული სარგებელი. კურსის განმავლობაში მონაწილეები შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად გაეცნობიან საუკეთესო პრაქტიკებს/მაგალითებს, რომლებიც ადაპტირებული იქნება ქართულ რეალობასთან.
2. ფინანსური აუდიტი – 25 მაისიდან 29 ივნისის ჩათვლით
სასწავლო კურსის მიზანია, მოქმედ და მომავალ აუდიტორებს, ასევე დარგით დაინტერესებულ პირებს განუვითაროს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. კურსის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან სპეციალურ წესებს, ხერხებს და იმ მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება აუდიტორულ საქმიანობაში აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ასს) შესაბამისად, ასევე აუდიტის საკანონმდებლო ბაზას, ასს-ის შინაარსს, მოქმედების სფეროებსა და სტრუქტურას; შეისწავლიან აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში ორიენტაციის უნარსა და აუდიტორებისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარ- ჩვევებს.
3. საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (სსბასს) (IPSAS) – 20 მაისიდან 3 ივლისის ჩათვლით
სასწავლო კურსის მიზანია, მონაწილეებმა შეისწავლონ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების – სსბასს (IPSAS) ძირითადი ნაწილი, სტანდარტების გამოყენების უნარ-ჩვევები, როგორც ანგარიშგების მომზადების, ასევე მისი ინტერპრეტაციის დონეზე; ფინანსური უწყისების შედგენა და ინტერპრეტაცია; ანგარიშგების ელემენტების – აქტივების, ვალდებულებების, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა, ფინანსური ანგარიშგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების წარდგენის მეთოდების მიხედვით.
მნიშვნელოვანია, რომ სსიპ – საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მომსახურების შესყიდვაზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები (საქართველოს ორგანული კანონი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“, თავი IX1, მუხლი 361, პუნქტი 7).
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ასევე სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდებზე (www.sao.ge; www.sai.ge) ან დაუკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე:
032 2 054 615; 955 597 04 04 03; 995 599 85 81 84.
2020 წელი