ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ტექნოლოგიის სკოლა აცხადებს რეგისტრაციას 2024-2025 სასწავლო წლისთვის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტთათვის.

შემოქმედებითი ტურზე ელექტრონული რეგისტრაცია იწარმოებს 23 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/ifvYaFeLcH3HYyCW7

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი ელფოსტაზე მიიღებს დავალებას, რომელიც 27 მაისამდე უნდა შეასრულოს და ელექტრონული ვერსია გამოგზავნოს მითითებულ ელფოსტაზე: archadmissions@iliauni.edu.ge

8 და 9 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება შემოქმედებითი ტურის II ნაწილი – აბიტურიენტებმა ადგილზე უნდა შეასრულონ კომისიის წევრების მიერ წინასწარ განსაზღვრული დავალება.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, გაეცნოთ ბრძანებასშემოქმედებითი ტურის ძირითად ეტაპებსა და მოთხოვნებსშემოქმედებითი ტურის დებულებას.

2024