26 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ტექნოლოგიის სკოლის ასისტენტ-პროფესორი თორნიკე შავიშვილი წაიკითხავს ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის მორიგ ლექციას „ნულზე გაყოფა უსასრულობის პირისპირ“.
თანამედროვე მათემატიკური ინსტრუმენტები ვერ ერგება ნულზე გაყოფის მომენტს: ვერ შეუსაბამებს მას შედეგს. სპეციალისტებმა ახლებური კუთხიდან შეხედეს 0-ზე გაყოფას, ზოგადად, გაყოფას, უმარტივესი ლოგიკის საშუალებით და შეუფარდეს მას კონკრეტული შედეგი. რა თქმა უნდა, ეს შედეგი არ არის რიცხვი – უსასრულობაა.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 26 აპრილი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
დასწრება თავისუფალია
2024