ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი აცხადებს რეგისტრაციას მასწავლებლის მომზადების შემდეგსაგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
  • რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
  • გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
  • მუსიკა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ( დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (ქართულიენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება – I-IV კლასები)

რეგისტრაცია იწარმოებს 2022 წლის 25 აგვისტოს 10:00-დან 2 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით.

ბაზაში შეყვანილი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებლობას იღებს აპლიკანტი.

ელექტრონული რეგისტრაციისთვის მიჰყევით შემდეგ  ბმულს: https://bit.ly/3KfbdZ9

რეგისტრაციის ინსტრუქციისთვის მიჰყევით ბმულს აქ.

რეგისტრაციის ელექტრონულ ბაზაში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ავტობიოგრაფია (CV) – ქართულ ენაზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
გ) გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ გაცემული ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდაზე რეგისტრაციის ნომრის, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულის მითითებით. რეგისტრაციისას საგნის გამოცდის ჩაბარების ცნობის არარსებობის შემთხვევაში – საგამოცდო ბარათი (პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას სავალდებულოა, წარმოდგენილი იყოს ზემოთ აღნიშნული ცნობა).

რეგისტრაციისას საგნის გამოცდის ჩაბარების ცნობის არარსებობის შემთხვევაში უნდა აიტვირთოს საგამოცდო ბარათი. გაითვალისწინეთ, რომ პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას სავალდებულოა წარმოდგენილი იყოს აღნიშნული ცნობა.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია იმ აპლიკანტებისთვისაც, რომელთაც განაცხადი აქვთ დაწერილი მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის აპელაციაზე და ჯერ უცნობია მათი საბოლოო შედეგი, თუმცა ეს აპლიკანტები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაირიცხებიან პროგრამაზე, თუ საბოლოო შედეგით გადალახავენ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდის მინიმალურ ზღვარს.

დ) მასწავლებლის სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში მასწავლებლის სერტიფიკატის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

ე) 3/4-ზე ფოტოსურათის ელვერსია (პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოდგენილი უნდა იყოს ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD));

ვ) ბაკალავრის/მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი; უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;

ზ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).

გაითვალისწინეთ, რომ ერთი პირადობით რეგისტრირდებით მხოლოდ ერთხელ.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ვადები:

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება 2022 წლის 7, 8 და 9 სექტემბერს;

პირველადი შედეგების გამოქვეყნება და აპელაციის პროცედურა:

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდება 2022 წლის 12 სექტემბერს;

აპლიკანტებმა საპრეტენზიო განაცხადები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით უნდა გამოგზავნონ 2022 წლის 13 სექტემბრის 18:00 საათამდე შემდეგ ელფოსტაზე: bte@iliauni.edu.ge

პროგრამების მიხედვით განმეორებითი გამოცდების ზუსტი დროის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2022 წლის 15 სექტემბერს.

სააპელაციო განცხადებების საფუძველზე განმეორებითი გამოცდა შედგება 2022 წლის 16 სექტემბერს.

აპლიკანტთა რეიტინგული სიები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები) მხოლოდ სარეგისტრაციო ნომრის მითითებით გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2022 წლის 19 სექტემბერს.

აპლიკანტებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება შემდეგი გრაფიკით:

ა) ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2022 წლის – 21-22 სექტემბერი.
ბ) სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2022 წლის 23 სექტემბერი.

დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით თანდართულ ბრძანებას.

2022 წელი