26 ივლისს, 10:30 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა გამართავს საინჟინრო და ტექნოლოგიური პროგრამების სტუდენტების ფინალური ნამუშევრების პრეზენტაციას და არქიტექტურის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების ნამუშევრების გამოფენას.
ღონისძიებაზე ასევე გაიმართება თემატური პანელური დისკუსიები განახლებადი ენერგიის, მდგრადი არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის გამოწვევებზე, ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის პერსპექტივების შესახებ საქართველოში.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის FAB LAB ILIAUNI-ის პროექტებისდარობოტებისპრეზენტაცია.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ განრიგი.
დრო: 26 ივლისი, 10:30 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი, T102 დარბაზი ქ.ჩოლოყაშვილის 3/5.
2024