გსურს ისწავლო როგორ შენდება გზები, რკინიგზა, მეტრო, აეროდრომი, ხიდები, წყალმომარაგების სისტემები და შენობა- ნაგებობები?
სამოქალაქო ინჟინერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის საბაკალავრო პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს ამზადებს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების საინჟინრო პროექტირებისთვის, მშენებლობისა და მათი ტექნიკური მომსახურებისთვის.
სამოქალაქო ინჟინერიის კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა დასაქმდნენ კერძო და საჯარო სექტორში საინჟინრო-საპროექტო ან სამშენებლო მიმართულებით. მაგალითად, საწარმო და სამთო სექტორში, კომუნალურ კომპანიებში, მუნიციპალიტეტებში, საინჟინრო საკონსულტაციო და სამშენებლო კომპანიებში.
დღესდღეობით დიდი მოთხოვნაა კვალიფიციურ ინჟინრებზე და ანაზღაურების დინამიკა მზარდია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
ილიაუნის კურსდამთავრებულებს ასევე შეუძლიათ სწავლა განაგრძონ საზღვარგარეთ, სან-დიეგოში ან სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტში მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურზე.
პროგრამა ემყარება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამას და პოზიციონირებულია საერთაშორისო აკრედიტაციისთვის ამერიკის საინჟინრო და ტექნოლოგიური საბჭოს სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 18 ივლისის ბრძანება No122/ნ-ის თანახმად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამაზე სწავლა უფასოა.
კოდი : 0100132
ასევე გაგაცნობთ იმ საბაკალავრო პროგრამებს, რომლებიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და მათი არჩევის შემთხვევაში, სტუდენტი ისწავლის სრულიად უფასოდ:
- არქეოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
- ისტორია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
- ქართული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
- ფილოსოფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
- დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების (I-VI კლასები)
ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
- არქიტექტურა (ძირითადი სპეციალობა)
- მათემატიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
- ბიოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
- ფიზიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
2024