26 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში ილიაუნის ლექტორის დალილა ცატავას ხელმძღვანელობით გაიმართება ლექცია/დისკუსია თემაზე „ქართული სარესტორნო ბიზნესი“.
სტუდენტებს გამოცდილებას გაუზიარებენ ქართული სარესტორნო ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები:
- დალილა ცატავა, გასტრონომიული კულტურის მკვლევარი, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი;
- გურამ ბაღდოშვილი – რესტორატორი და ბრენდშეფი, ტელესახე რესტორნისა „ჩვენი“, „ოვალი“, „ტაი ტაი“;
- ლევან კობიაშვილი საქართველოს კულინარიის ფედერაციის თავმჯდომარე, რესტორატორი, ბრენდშეფი;
- კოტე გაბრიჭიძე – რესტორატორი, რესტორნების „შტელცე“, „ორი ნაბიჯი თავისუფლებამდე“ დამფუძნებელი;
- მიშა ავსჯანიშვილი – ტელეწამყვანი, შეფი;
- მია კუპრავა – საერთაშორისო გასტრონომიული გზამკვლევის Gault&Millau საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი;
- ქეთი კვიჭიძე – გასტრონომიის მკვლევარი, გასტრონომიის ბიზნესასოციაციის დამფუძნებელი;
- შოთა ბურჯანაძე – რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე;
- მერიკო გუბელაძე – რესტორატორი, შეფი, ტელესახე რესტორნებისა: „შვი ლომი“, კაკლები“ „ნინიას ბაღი“, „კაფე ლეილა“ დამფუძნებელი;
- ანდრია ქურასბედიანი – რესტორნის „ბარბარესთან“ დამფუძნებელი;
- ეკატერინე ჯალაღონია – სარესტორნო ქსელის „მეგრული სახლი“ დამფუძნებელი.
შეხვედრის მიზანია სტუდენტებმა უფრო ახლოს გაიცნონ ცნობილი რესტორატორები, გაიგონ თუ რა მნიშვნელობა აქვს გასტრონომიულ ტურიზმსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს -გზამკვლევებს, გასტრონომიულ კონგრესებს, ფესტივალებსა და გამოფენებს, სატელევიზიო შოუებს და ა.შ.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 26 აპრილი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
დასწრება თავისუფალია.
2024