ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრი აცხადებს მიღებას განახლებულ სასერტიფიკატო კურსზე – ტურისტული გიდი.
სასერტიფიკატო კურსის მიზანია ტურისტული გიდის მომზადება.
სასერტიფიკატო პროგრამის თემატიკა:
- ტურის დაგეგმვა და მენეჯმენტის ზოგადი საფუძვლები;
- დეტალური ინფორმაცია საქართველოს კულტურული და ბუნებრივი რესურსების შესახებ;
- მარშრუტების აღწერა და მათი დაგეგმვის სპეციფიკა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით;
- ტურიზმის მიმართულებების აღწერა და სტატისტიკა;
- გიდის ზოგადი უნარ-ჩვევების შესწავლა საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე;
კურსის ხანგრძლივობა: 30 საათი, რომელიც გადანაწილდება 2 თვეზე (დატვირთვა: კვირაში ორი დღე).
თეორიული კურსის დასრულების შემდეგ განხორციელდება პრაქტიკული გასვლები როგორც კულტურული, ისე სალაშქრო-სათავგადასავლო ტურის მიმართულებით.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი ქართულ და ინგლისურ ენაზე.
ტრენინგები ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც აუდიტორიაში, ასევე ონლაინპლატფორმის გამოყენებით.
კურსის დასრულების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებულ სტუდენტებს დასაქმების მიზნით რეკომენდაციას გაუწევს შესაბამის ორგანიზაციებში.
არსებული პროგრამა გათვალისწინებულია როგორც ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირებისათვის, ასევე ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული ადამიანებისთვის.
სწავლის საფასური: 850 ლარი
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: tourism.centre@iliauni.edu.ge
T: 557 68 78 17 ქეთევანი მერებაშვილი
599 70 64 61 გიორგი ქემერტელიძე
სწრაფი ბმულები: