ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი დიმიტრი ჯაფარიძე და პროფესორი გიორგი ხიშტოვანი შეხვდნენ ბრემენის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანს და აღრიცხვისა და კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ იოხენ ციმერმანს.
ჯეროვანი შეფასება მიეცა ბრემენის უნივერსიტეტის მიერ საქართველოდან წარგზავნილი სტუდენტების ეკონომიკური განათლების კუთხით გაწეულ ძალისხმევას. ასევე აღინიშნა, რომ დღეისათვის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე წარმატებულ აკადემიურ საქმიანობას ეწევიან ბრემენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, პროფესორები გიორგი ხიშტოვანი და ნიკა ქოიავა.
შეხვედრაზე განიხილეს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტისა და ბრემენის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
2019 წელი