ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტთან თანამშრომლობით აწყობს მეორე სტუდენტურ კონფერენციას თემაზე: „საქართველო _ ხიდი ევროპასა და აზიას შორის“.

ძირითადი მიმართულებებია:

  • ქვეყნის სატრანზიტო უპირატესობის გამოკვეთა

  • ქვეყნის, როგორც ბიზნეს ჰაბის შესაძლებლობის ანალიზი

კონფერენციაში მონაწილეობა შეფასდება ჯამურად 3 ქულით. შეფასება მოხდება ორ ეტაპად: 1 ქულა მიენიჭება კონფერენციის ყველა მონაწილეს (წარმოდგენილი აბსტრაქტების საფუძველზე), ხოლო დამატებითი ორი ქულა მიენიჭებათ მეორე ეტაპზე გადასულ მომხსენებლებს.

აღნიშნული კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, მობრძანდეთ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც ჩატარდება 19 ნოემბერს,  17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში.

აბსტრაქტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 10 დეკემბერი, ისინი უნდა გადმოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: bte@iliauni.edu.ge

20 დეკემბერს გაიმართება საფინალო მოხსენებების წარდგენა.