ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2025 წლის 12 აგვისტოს №2464-02 ბრძანებით დამტკიცდა ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე „არქიტექტურა (ძირითადი სპეციალობა)“ ჩასარიცხად საჭირო შემოქმედებითი ტურის პირობები იმ პირთათვის, რომელთა კატეგორია განსაზღვრულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 7 ივლისის №77/ნ ბრძანებით.
ტურში მონაწილეობა შეუძლიათ:
„საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში.
რეგისტრაცია:
ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2025 წლის 22-25 აგვისტოს, ბმულზე: https://forms.gle/icV9NonGhuAcKebA7
რეგისტრაციისას საჭიროა:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის – პასპორტის ან პირადობის მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
- შშმ ან სსსმ სტატუსის მქონე აპლიკანტებმა განაცხადში უნდა მიუთითონ საჭიროებები და წარადგინონ დამადასტურებელი ცნობა.
შემოქმედებითი ტურის ძირითადი ეტაპები და მოთხოვნები იხ. დანართში – ბრძანება
2025