ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი ტექნოლოგიური სფეროებით დაინტერესებული პირებისთვის აცხადებს სტაჟირების პროგრამას.
თუ გაინტერესებს გრაფიკული დიზაინი, ნარატივ დიზაინი, Python, WordPress, Front-end, ინტერფეისის დიზაინი ან Php, გარკვეული ცოდნა გაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ გაკლია პრაქტიკული გამოცდილება, მაშინ ახალ რეალობაში გადმონაცვლების დროა.
UniLab-ი გთავაზობს ჩაერთო ჩვენს სტაჟირების პროგრამაში და შეერკინო ახალ თავბრუდამხვევ დავალებებს.
საშუალება გექნება, იმუშაო რეალურ პროექტებზე, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და შექმნა საკუთარი პორტფოლიო, რომელიც დასაქმებაში დაგეხმარება.
როგორ მივიღო მონაწილეობა სტაჟირების პროგრამაში?
პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა შეავსო ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა.
შეავსე სააპლიკაციო ფორმა
აარჩიე შენთვის საინტერესო მიმართულება და შეავსე ფორმა: https://bit.ly/3LssqOD
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 2022 წლის 23 მაისი, 23:59 საათი
შერჩევის ეტაპები
- პირველი ეტაპი: სააპლიკაციო ფორმით გათვალისწინებული სატესტო დავალებების განხილვა;
- მეორე ეტაპი: დამატებითი ტესტირება ან გასაუბრება.
სტაჟირების ხანგრძლივობა და ფორმატი
სტაჟირება წარიმართება დისტანციურ ფორმატში. 4 თვის განმავლობაში მენტორებთან ერთად გექნებათ შესაძლებლობა, იმუშაოთ რეალურ პროექტებზე.
ვისთვის არის განკუთვნილი სტაჟირების პროგრამა?
- მათთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო ცოდნა სასურველი მიმართულებით, მაგრამ აკლია პრაქტიკული გამოცდილება. მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანმა თავად მიიღო ეს ცოდნა ინტერნეტის საშუალებით, თუ რომელიმე კურსი გაიარა, მთავარია, მას ჰქონდეს საბაზისო ცოდნა და განვითარების სურვილი.
- დღეს დამსაქმებელი ნებისმიერ პოზიციაზე ითხოვს სამუშაო გამოცდილებას. ბევრი ადამიანი კი იმის გამო, რომ გარკვეული ცოდნა აქვს, მაგრამ აკლია შესაბამისი გამოცდილება, ანუ არ უმუშავია რეალურ პროექტებზე, სამსახურს ვერ პოულობს. UniLab-ის პროგრამა სწორედ ასეთებისათვისაა. 4 თვის განმავლობაში თქვენ შექმნით საკუთარ პორტფოლიოს იმ პროექტებით, რომლებზეც რეალურად მოგიწევთ მუშაობა.
შესაბამისად:
- თუ ადამიანს არ აქვს ცოდნა, მან უნდა გაიაროს შესაბამისი სასწავლო კურსი ან თვითგანათლებით მიიღოს შესაბამისი ცოდნა;
- თუ აქვს საბაზისო ცოდნა, მაგრამ არ აქვს გამოცდილება, ეს სტაჟირების პროგრამა მისთვის არის განკუთვნილი;
- ხოლო თუ პირს აქვს ცოდნა და გამოცდილება, მაშინ მას უკვე შეუძლია სამსახური იშოვოს და სტაჟირება აღარ სჭირდება.
როგორ მუშაობს სტაჟირების პროგრამა?
- სტაჟირების პროგრამა უფასოა. დიდი კონკურენციის გამო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს მოუწევთ საკონკურსო დავალების შესრულება, რომლის საფუძველზეც შეირჩევიან კანდიდატები;
- სტანდარტული სამსახურისგან განსხვავებით, სტაჟიორებს 4 თვის განმავლობაში ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებაში დაეხმარებიან მიმართულების მენტორები. პროგრამის ფარგლებში ისინი სტაჟიორებს ნებისმიერ შეკითხვაზე უპასუხებენ.