13 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა ახალი პროექტის „ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ“ ფარგლებში გამართავს სანდრო ასათიანის ლაივშეხვედრას თემაზე: „ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ – ჩეთბოტი – ადამიანის ენობრივი ასლი“.

მომხსენებლის შესახებ:

სანდრო ასათიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი, ჯეოლაბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პირველი ქართულენოვანი სოციალური მედიის სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორია წიგნებისა: „ახალი მედია ჟურნალისტებისათვის“, „ვიდეო ადვოკატირება“ და სხვ. პროექტებიOnline.iliauni.edu.gesaba.com.gecybergala.mekavshirebi.ge და ა. შ.

დრო: 13 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ტექნოლოგიის სკოლის ფეისბუქგვერდი

ვრცლად განრიგისა და მომავალი ლექციების შესახებ იხილეთ ბმულზე:https://bit.ly/3a2lE1x