10 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა ახალი პროექტის „ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ“ ფარგლებში გამართავს შოთა ცისკარიძის ლაივშეხვედრას თემაზე: „ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ – მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები“.

თემის მოკლე აღწერა:

როგორ კეთდებოდა სამეცნიერო აღმოჩენები ძველად და როგორია ეს პროცესი ახლა, როგორ იცვლებოდა აღმოჩენების სირთულე და რა მნიშვნელობა აქვს მონაცემებს XXI საუკუნეში. შოთა ცისკარიძე გესაუბრებათ ფიზიკის უახლეს აღმოჩენებსა და ამ აღმოჩენებში მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების როლის შესახებ.

მომხსენებლის შესახებ:

შოთა ცისკარაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ასოცირებული პროფესორი და მაღალი ენერგიების ფიზიკის დოქტორი, შპრინგერის სადოქტორო დისერტაციების (Springer Theses) კონკურსის ლაურეატია.

დრო: 10 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ტექნოლოგიის სკოლის ფეისბუქგვერდი

ვრცლად განრიგისა და მომავალი ლექციების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3a2lE1x