6 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა ახალი პროექტის „ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ“ ფარგლებში გამართავს მიხეილ ელაშვილის ლაივშეხვედრას თემაზე: „ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ – ინჟინერია გარემოს მართვისთვის“.
შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
- გარემოს კომპლექსური მონიტორინგი, სხვადასხვა სენსორი და IOT სისტემა კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად;
- გარემოს და მასში მიმდინარე პროცესების მოდელირება, გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები და ფოტოგრამმეტრიული გადაღებები დრონიდან;
- გარემოს კვლევა, პალეოგარემოს აღდგენა, როგორი იყო ათასწლეულების წინ ადამიანთა საცხოვრებელი გარემო.
მომხსენებლის შესახებ:
მიხეილ ელაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია გეოფიზიკის მიმართულებით. მისი ჯგუფი იკვლევს ვარძიას, უფლისციხეს, ზღვაში ჩაძირულ გემს.
დრო: 6 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ტექნოლოგიის სკოლის ფეისბუქგვერდი
ვრცლად განრიგისა და მომავალი ლექციების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3a2lE1x