244007861_4786538564692022_3782181130610998970_n
244068238_4789258654420013_784626820399022441_n
negar_post
f-eng
f-eng
244053776_4792552930757252_3978004123132995475_n
ნეგარ ვაჰიდი საქართველოში GOOGLE-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბის ოფიციალური მენტორი გახდა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტი Ნეგარ ვაჰიდი საქართველოში Google-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბის (GDSC) ოფიციალური მენტორი გახდა. ნეგარი 2020-2021 სასწავლო წელს იყო GDSC-ის ლიდერი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ პერიოდში მან ორგანიზება გაუწია სხვადასხვა ღონისძიებასა და ტრენინგებს როგორც მოსწავლეებისთვის, ისე სტუდენტებისთვის. სწორედ ასეთი შრომის გამო დაიმსახურა მენტორის წოდება. Ნეგარი მზად არის, დაეხმაროს ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს საქართველოდან,…
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი IEEE-ის მეწარმეობის ინიციატივის ელჩად აირჩიეს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლიზი კვირიკაშვილი საქართველოდან IEEE-ის მეწარმეობის ინიციატივის ელჩად (IEEE Entrepreneurship Initiative Ambassadors) დასახელდა. ლიზი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „ენერგიის მენეჯმენტი და მინერალური რესურსების მდგრადი განვითარება“ სტუდენტია. მან სამჯერ გაიარა ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამა: ორჯერ ესპანეთში (ბასკეთისა და ვალიადოლიდის უნივერსიტეტები) და პოლონეთში (ვარშავის სიცოცხლის მეცნიერების უნივერსიტეტი), სადაც ამჟამად განაგრძობს მეორე სემესტრს. 2021 წელს…
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის GOOGLE-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბის ახალი ლიდერი მარიამ გიგაური გახდა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Google-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბის ახალი ლიდერია მარიამ გიგაური. მარიამი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია. ასევე ასწავლის ელექტრონიკასა და პროგრამირებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამერიკის საელჩოს მიერ უფროსკლასელი გოგოებისთვის ორგანიზებულ საინჟინრო სკოლაში, რომელსაც უკვე 150 კურსდამთავრებული ჰყავს. მარიამს უყვარს ფიზიკა და მონაწილეობს კვლევებში, რომელთაგან ერთ-ერთი გერმანიაში, შტუტგარტის…