post-sandro
ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონი მოსწავლეებისთვის
24-26 დეკემბერს მთელი საქართველოს მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონში, რომელსაც ორგანიზებას გაუწევენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ანიმაჩეთბოტიქსი რომელიც, შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, დისტანციურად ჩატარდება. ჰაკათონის მიზანია შეიქმნას მომავლის ინტერაქტიული წიგნები, რომლებიც მკითხველს პერსონაჟებსა და ავტორებთან უშუალო ინტერაქციის საშუალებას მისცემს. ციფრული რეალობა შესაძლებლობას გვაძლევს ლიტერატურული გმირების ენობრივ ასლებთან დიალოგი ჩვენთვის სასურველი მიმართულებით წარვმართოთ და…
post ინტერაქტიული წიგნები (2)
საინფორმაციო შეხვედრა: ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონი
9 დეკემბერს, 19:00 საათზე, ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონში მონაწილეობით დაინტერესებულ მოსწავლეებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ანიმა ჩეთბოტიქსი გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე. შეხვედრაზე გაეცნობი ინფორმაციას, როგორ შექმნა მოლაპარაკე პროგრამები საკუთარი ძალებით, როგორ გააცოცხლო საყვარელი პერსონაჟები თუ ავტორები ციფრულ სამყაროში. თუ გსურს სკოლაში სწავლის პარალელურად შეიძინო პროფესია და შეუერთდე ახალგაზრდა ნარატივდიზაინერების გუნდს, გელოდებით დისტანციურ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელზეც შევეცდებით ჰაკათონთან…
ილიაუნის გამოთვლითი ცენტრის პროგრამირების კლუბი: აბსტრაქციის ხელოვნება
8 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრის პროგრამირების კლუბის ყოველკვირეული შეხვედრების სერიის ფარგლებში, გიწვევთ კომპანია Ozorix-ის თანადამფუძნებელთან და ტექნიკურ დირექტორთან, დავით ნადარაიასთან შეხვედრაზე. შეხვედრის თემა: აბსტრაქციის ხელოვნება განვიხილავთ კომპიუტერული მეცნიერებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს – აბსტრაქციას – ყველაზე დაბალი დონის CPU ოპერაციებიდან, მაღალი დონის არქიტექტურულ გადაწყვეტილებებამდე. ვისაუბრებთ შემდეგ თემებზე: აბსტრაქციის განმარტება კომპიუტერულ მეცნიერებაში; პროგრამირების პარადიგმები (OOP, FP); აბსტრაქციის…
fb
IEEE სტუდენტური წარმომადგენლობის თავმჯდომარის მარიამ გიგაურის წარმატება ჰაკათონზე GREEN4EUROPE
Noisure 2021 წლის N3XTCODER-ის პროექტ #Green4Europe Hackathon Series ერთ-ერთ გამარჯვებულია და ბრძოლას ფინალზე გერმანიაში განაგრძობს. Noisure არის ხმაურის დონის განმსაზღვრელი მოწყობილობა. იდეის თანაავტორი მარიამ გიგაური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულების სტუდენტია. გუნდის მეორე წევრი, გიგა უჩანეიშვილი, კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების სტუდენტია, იგი ვებდეველოპმენტით არის დაკავებული. გუნდს ხმაურის დონის პრობლემის აღმოფხვრა, მონაცემების რეალურ დროში…
post Noisure
CODECADEMY-ის წარმომადგენლობის შეხვედრა: GOOGLE ADS საკვანძო სიტყვების გენერირება PANDAS გამოყენებით
თბილისის Codecademy-ის წარმომადგენლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით აწყობს შეხვედრას თემაზე, როგორ ვაწარმოოთ საკვანძო სიტყვები Google Ads კამპანიისთვის Pandas გამოყენებით. თუ ოდესმე დაფიქრებულხართ, როგორ შეიძლება გამოიყენოთ მონაცემთა მეცნიერება სარეკლამო კამპანიაში, მაშინ ეს ღონისძიება არ უნდა გამოტოვოთ. შეხვედრის განმავლობაში, ვისაუბრებთ ყველა იმ პროცედურულ ნაბიჯზე, რაც საჭიროა ავტომატიზირებული ალგორითმის შესაქმნელად და Google Ads-ის საკვანძო სიტყვების გამოსამუშავებლად. დასწრების წინაპირობები:…