Noisure 2021 წლის N3XTCODER-ის პროექტ #Green4Europe Hackathon Series ერთ-ერთ გამარჯვებულია და ბრძოლას ფინალზე გერმანიაში განაგრძობს.

Noisure არის ხმაურის დონის განმსაზღვრელი მოწყობილობა.

იდეის თანაავტორი მარიამ გიგაური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულების სტუდენტია. გუნდის მეორე წევრი, გიგა უჩანეიშვილი, კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების სტუდენტია, იგი ვებდეველოპმენტით არის დაკავებული.

გუნდს ხმაურის დონის პრობლემის აღმოფხვრა, მონაცემების რეალურ დროში გაზომვა და სტატისტიკის დადგენა სურდა, ასე დაიბადა Noisure-ს იდეა.

#Green4Europe Hackathon Series შესახებ:

ჰაკათონი სამ ქვეყანაში საქართველოში, უკრაინასა და გერმანიაში მიმდინარეობს. საბოლოო გამარჯვებული 2021 წლის 8 დეკემბერს ბერლინის ფინალზე გამოვლინდება.

ჰაკათონის მიზანია, გაეროს გლობალური მიზნების ფარგლებში გამოავლინოს მდგრადი ტექნოლოგიური პროდუქტები და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას.

პროექტის ორგანიზატორია N3XTCODER.

2021 წელი