post fablab
ფაბლაბ ილიაუნის უფასო ონლაინკურსებზე რეგისტრაციის შედეგები
დასრულდა რეგისტრაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და ფაბლაბ ილიაუნის მიერ მოსწავლეებისთვის გამოცხადებულ კურსებზე. კურსების მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო. სულ 2508 განაცხადი შემოვიდა. გრაფიკული დიზაინის მიმართულებით – 836 Python-ის კურსის მიმართულებით – 650 ელექტრონიკის მიმართულებით – 195 რობოტიკის მიმართულებით – 275 ვიზუალური-ბლოკური პროგრამირების მიმართულებით – 552 ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მონაწილეთა შერჩევა. რეგისტრირებულ…
2post-fablab-tech-პროფესიები-მოსწავლეებისთვის
ილიაუნის სტუდენტების სტარტაპი MFT-MOUSE FOR TONGUE GITA – ს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის თანამშრომელების მიერ დაფუძნებული სტარტაპი MFT, GITA – ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. სტარტაპი MFT-MOUSE FOR TONGUE – შექმნილია შშმ პირებისთვის და შედგება ისეთი ელექტრონული კომპონენტებისგან, რომლებიც საშუალებას აძლევს ადამიანებს ენით უზრუნველყონ კურსორის მოძრაობა და აკონტროლონ ციფრული ინტერფეისები. MFT-ის…
WEB-BANNER fablab (1)
გლობალური მეწარმეობის კვირეული “W.A.S.D. – ყველაფერი ვიდეოთამაშების შესახებ”
13 ნოემბერს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე “W.A.S.D. – ყველაფერი ვიდეოთამაშების შესახებ”. შეხვედრა გაიმართება გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის, პრეაქსელერატორ Zoomout-ისა და Startup Grind-ის საუნივერსიტეტო წარმომადგენლობის ორგანიზებით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მე-8 წელია უერთდება გლობალური მეწარმეობის ქსელის (GEN) ინიციატივას და მონაწილეობს გლობალური მეწარმეობის…
post
საქართველოს ბანკის სტიპენდია ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
საქართველოს ბანკის სტიპენდიის ფარგლებში ილიაუნი აცხადებს კონკურსს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. კონკურსი გულისხმობს 5 სტუდენტის სწავლის ერთი წლის საფასურის მთლიანად ან ნაწილობრივ დაფინანსებას. სტიპენდია ცხადდება: ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამებზე – 3 სტუდენტი; ტექნოლოგიების სკოლის სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე –1 სტუდენტი; ტექნოლოგიების სკოლის ელექტრული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე – 1 სტუდენტი. სტუდენტების სწავლის…