27 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ბოსტონის კოლეჯის პროფესორებსა და IT სფეროს სპეციალისტებს, რომლებიც ჩაატარებენ გამორჩეულ ვორკშოპს IT მიმართულების სტუდენტებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის.

თემა: ხელოვნური ინტელექტის დემისტიფიკაცია – საფუძვლებიდან აპლიკაციებამდე

ძირითადი მომხსენებელი: დოქტორი დონგლაი ვეი (დოქტორის ხარისხი დაიცვა MIT-ში), ბოსტონის კოლეჯის პროფესორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის აფილირებული მკვლევარი

ვორკშოპის აღწერა: AI-ის ხანა უკვე დაიწყო. ისევე, როგორც პერსონალური კომპიუტერებისა და ინტერნეტის რევოლუციურ გამოგონებებს, AI-ს აქვს პოტენციალი გარდაქმნას ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი, ჯანდაცვისა და განათლების სფეროთი დაწყებული ტრანსპორტითა და გართობით დამთავრებული. თუმცა AI ხშირად კომპლექსურ და გაუგებარ სფეროდ რჩება ფართო საზოგადოების, მათ შორის სტუდენტებისთვის. ვორკშოპი მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის დემისტიფიკაციას ფუნდამენტური ცნებების ახსნითა და პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით.

სემინარი შედგება ძირითადი პრეზენტაციისა და პრაქტიკული გაკვეთილისგან. დაინტერესებული პირები პრაქტიკულ სესიაზე შეძლებენ რეალურ დროში შექმნან სატრანსპორტო საშუალებათა დათვლის აპლიკაცია.

თუ გსურთ ვორკშოპზე დასწრება, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მითითებული სარეგისტრაციო ფორმა, რის შემდეგაც მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას ღონისძიების შესახებ.

სარეგისტრაციო ფორმა: http://tiny.cc/ai527

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 27 მაისი, 15:00-17:00 საათი

ადგილმდებარეობა: T306 აუდიტორია (პირველი სესია); T405 აუდიტორია (მეორე სესია), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

2023