25 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში გაიმართება მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის, ეკონომისტ შალვა მხატრიშვილის საჯარო ლექცია „ფულის მასის შექმნის პროცესი რეალურ სამყაროში“.

მომხსენებელი შეეხება ფულის მასის შექმნის პროცესს: როგორ იქმნება ფულის მასა და ვინ ქმნის მას? რეალურად რა როლი აკისრია ეროვნულ ბანკს მისი შექმნის პროცესში? რა ქმნის ფულის მასაზე მოთხოვნას ან არის თუ არა კავშირი ფულის მასასა და ინფლაციას შორის?

მომხსენებლის შესახებ

შალვა მხატრიშვილი მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსია, 2013 წლიდან – ეროვნული ბანკის გუნდის წევრი. პროფესიით ეკონომისტია, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფლობს Humboldt-Universität zu Berlin-ის ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს, არის Vrije Universiteit Amsterdam-ის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის კანდიდატი. მისი ხელმძღვანელობით ეროვნულ ბანკში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის განახლდა პროგნოზირებისა და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის სისტემა (FPAS), ასევე მონეტარული პოლიტიკის ანგარიში და დაიწყო კვლევითი ნაშრომების სერიის გამოქვეყნება. იგი International Monetary Fund-ის ტექნიკური მრჩეველია.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 25 მაისი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  E 406 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი