კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, ნიკოლოზ ყაველაშვილმა, სტუდენტების ხელშეწყობის, მათი კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის და ექსპერტულ/მეთოდოლოგიური დახმარების გასაძლიერებლად ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ სტუდენტების პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერებას, ერთობლივ ფორმატში სამეცნიერო პროექტებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.

2023