პროექტის „TECHGIRLS GEORGIA“ ფარგლებში მოსწავლე გოგოებისთვის კოდის წერის ტრენინგების სესიები დაიწყო
პროექტმა „TechGirls Georgia“, რომელიც გერმანიის ქართული სათვისტომოსა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ფაბლაბ ილიაუნის თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება/ საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (GIZ/CIM) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, სტარტი აიღო. ღონისძიება გაიხსნა ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში. პროგრამის ბენეფიციარებს, კონკურსის წესით შერჩეულ გოგოებს, რომლებიც პროექტის ფარგლებში კოდის წერას შეისწავლიან, შეხვდნენ და წარმატება მიულოცეს ილიას სახელმწიფო…