სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმამათლებლო პროგრამა
პროგრამის აღწერა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა წარმოადგენს ორი სემესტრის განმავლობაში განხორციელებულ 60 კრედიტის მოცულობის აკადემიურ კურსს, რომლის მიზანია ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს მოთხოვნებზე მორგებული, თანამედროვე თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი სპეციალური მასწავლებლების მომზადება. პროგრამა აერთიანებს სიღრმისეულ თეორიულ სწავლებას, პრაქტიკულ საქმიანობასა და სასკოლო პრაქტიკის გამოცდილებას, ხელს უწყობს პროფესიული კომუნიკაციის, რეფლექსიისა და სწავლების…