საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ფაბლაბის შესახებ
28 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა განათლების გამოფენის ფარგლებში გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ფაბლაბის შესახებ. შეხვედრაზე საუბარი იქნება ფაბლაბ ილიაუნის სერვისებისა და პროექტების შესახებ, რომლებიც ხორციელდება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის. მოგიყვებით იმ განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების შესახებ, რომლებიც კარიერულ წინსვლაში, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებასა და ახალი უნარების შეძენაში დაგეხმარებათ….