ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ – ინჟინერია გარემოს მართვისთვის
6 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა ახალი პროექტის „ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ“ ფარგლებში გამართავს მიხეილ ელაშვილის ლაივშეხვედრას თემაზე: „ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ – ინჟინერია გარემოს მართვისთვის“. შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: გარემოს კომპლექსური მონიტორინგი, სხვადასხვა სენსორი და IOT სისტემა კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად; გარემოს და მასში მიმდინარე პროცესების მოდელირება, გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები და ფოტოგრამმეტრიული გადაღებები დრონიდან;…