ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამას ABET აკრედიტაცია მიენიჭა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას – „კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო)“ ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს აკრედიტაცია ABET მიენიჭა. ABET საერთაშორისო აკრედიტაციას ანიჭებს გამოყენებითი, კომპიუტერული, საინჟინრო და საინჟინრო-ტექნოლოგიური მეცნიერებების საგანმანათლებლო პროგრამებს. ილიაუნის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა „კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო)“ პირველია ამ დარგში, რომელსაც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ABET აკრედიტაცია მიენიჭა. საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო)“ სრულად შეესაბამება…