ტექნოლოგიური კვირეული
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიცირებითა და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში 22-27 მაისს ქ. გორში ახალგაზრდებისთვის ცხადდება ტექნოლოგიური კვირეულის პროგრამა. პროგრამას ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი. კვირეული გულისხმობს შიდა ქართლის რეგიონის, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემების, ახალგაზრდების დაინტერესებას ტექნოლოგიური მეწარმეობითა და ნივთების ინტერნეტით (IoT), ხელოვნური ინტელექტით…